მატრასის შერჩევის დროს აუცილებელია იცოდეთ თქვენი მოთხოვნილებები ასევე ბიუჯეტი და სპეციალური საჭიროებები (გაქვთ თუ არა ჯანმრთელობის პრობლემა).
ასევე მნიშვნელოვანია წონა და ძილის პოზიცია.
სირბილის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ძილის პოზიცია:
ზურგზე ძილის დროს: ჯობია ავირჩიოთ საშუალო სიმკვრივის მატრასი, როგორც წესი, საუკეთესოა ხერხემლის გასწორებისა და მხარდაჭერისთვის.
გვერდზე ძილის დროს: უფრო რბილი მატრასი დაგეხმარებათ მხრებზე და თეძოებზე ზეწოლის შემსუბუქებაში. ხისტ მატრასზე გვერდზე ძილის დროს დატვირთვა მოდის მხრებზე და თეძოებზე. ამიტომ უმჯობესია რბილი მატრასი რათა დაწოლა გადანაწილდეს მთლიან სხეულზე.
მუცელზე ძილის დროს: სასურველია საშუალოზე რბილი მატრასის შერჩევა..
კომბინირებული ძილის დროს: თუ ძილის დროს პოზიციებს ხშირად იცვლით, უმჯობესია აირჩიოთ საშუალო სიმკვრივის მატრასები რომელიც მხარს უჭერს ძილის სხვადასხვა პოზიციებს.
როგორ შევაჩიოთ ბაზა:
არსებობ მატრასის ორი ძირითადი სახეობა ზამბარებიანი და უზამბაროები. თითოეული მათგანს გააჩნია თავის უპირატესობები.
ზამბარიანები:
ზამბარებიან მოდელებში არის სტანდარტულ (ბონელის ხვეულები) ზამბარებზე და ჯიბის (შეფუთულ, დამოუკიდებელ) ზამბარებზე დამაზდებული მატრასები.
სტანდარტულ ზამბარებზე დამზადებული მატრასები გათვლილია შედარებით დაბალ წონაზე დამატებითი გამაგრებების გარეშე რეკომდენტირებულია 90კგ თითო სეგმენტზე (ორ საწოლიანის შემთხვევაში თითო ადამიანის წონა უმჯობესია არ აღემატებოდეს 90კგ-ს) და არ გააჩნია წონის გადანაწილება სეგმენტების მიხედვით. თუმცა არის შედარებით ბიუჯეტური.
თუ საწოლს იზიარებთ, ჯიბის (შეფუთულ) ზამბარებზე დამზადებული მატრასბი საუკეთესოა რადგან გააჩნია წონის სეგმენტური გადანაწილება (მათ შორის უზამბარო მატრასებზე მეტადაც). დამატებითი გამაგრების გარეშე რეკომენდირებული წონაა 110კგ. სტანდარტულ ზამბარებთან შედარებით გააჩნია ექსპლუატაციის უფრო მაღალი ვადა.
ზამბარიანი მატრასებს უზამბარო მატრასებთან შედარებით ააქვთ უკეთესია ვენტილიაცია.
უზამბაროები:
უზამბარო მატრასები ითვლება უფრო მაღალი კლასის მატრასებდ, მისი მახასიათებელებიდან გამომდინარე. უზამბარო მატრასების დამზადებისას გამოიყენება სხვადასხვა შედარებით მყარი ბაზა, რომელსაც შემდეგ უკეთდება სასურველი დარბილება. ხარისხიანი უზამბარო მატრასები გათვლიალია მეტ კომფორტსა და გამძლეობაზე, ისინი ერთნაირად კომფორტულია როგორც მაღალი ასევე დაბალი წონის ადამიანებისათვის, ამიტომ მაღალი ხარისხის მქონე სასტუმროები უპირატესობას უზამბარო მატრასებს ანიჭებენ. უზამბარო მატრასები გამოირჩევა წონის უკეთესი განაწილებით.
არჩევისას გაითვალისწინეთ:
თუ თქვენთვის უკეთესია შედარებით ხისტი ზედაპირი ან გაქვთ სეციალური სამედიცინო საჭიროება უკეთესი იქნება ორთოპედიული მატრასი. რომელიც კარგია ზურგზე და მუცელზე წოლის დროს. ხოლო თუ ეძებთ კომფორტულ მატრსასს მაშინ ჯობია აირჩიოთ ანატომიური+ორთოპედიული მატრასი, რომელიც გათვლილია კომფორტზე და რელაქსაციაზე.
რა არის ორმხრივად გამოყენებადი მატრასი და როდისაა გამართლებული მისი ყიდვა:
ორმხრივად გამოყენებადი მატრასის ყიდვა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მხარეები დამზადებულია განსხვავებული სირბილის მქონე ზედაპირებისაგან. მაგალითად როდესაც მემორი ღრუბლის ზედაპირი ზაფხულში შედარებით ცხელია და მატრასის მეორე მხარეს უკეთდება შედარებით ხისტი ღრუბელი ზაფხულში გამოყენებისათვის.
მატრასის სიმაღლე:
მატრასის სიმაღლის არჩევა დამოკიდებულია თქვენს საჭიროებაზე. სიმაღლე არ ნიშნავს მეტ ფუნქციონალს. დაბალ მატრასებად ითვლება 15 დან 20 სმ სიმაღლის მატრასები. საშუალო სიმაღლის მატრასებია 20 დან 30 სმ მდე. ხოლო მაღალი მატრასებია 30 სანტიმეტრზე მაღალი.
გაითვალისწინეთ რომ, მატრასი არის ინვესტიცია თქვენს ჯანმრთელობასა და კომფორტში.
რატომ უნდა შეიძინოთ მატრასი რბილ სახლში?
🛒 მაღალი ხარისხი – ვთანამშრომლობთ მხოლოდ სანდო მწარმოებლებთან.
🚚 უფასო მიტანა – შეკვეთის შემთხვევაში თბილისის მაშტაბით მიტანა უფასოა. ასევე ვაწვდით საქართველოს მასშტაბით.
💳 გადახდის მოქნილი პირობები – შეიძინეთ მარტივად, ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო გადარიცხვით.
📞 პროფესიონალური კონსულტაცია – ჩვენი დაგეხმარებით საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.
✔ ხანგრძლივი საგარანტიო ვადა